სიახლეები

რაზე ვმუშაობთ

Inverse-ის განვითარება — ახალი მიმართულებები და მომავალი გეგმები.

ახალი · 2026

ხუთი მიმართულება, ერთი გუნდი

ინვენტარიზაცია ძირითად მიმართულებად რჩება. მას გვერდით უდგას შიდა აუდიტი, ქონების შეფასება, კონსულტაცია და სისტემების ინტეგრაცია, ხოლო აუდიტორულ და ბუღალტრულ ფირმებს ინვენტარიზაციას მათი კლიენტებისთვის ვუტარებთ.

მალე · 2026

AI ასისტენტი საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგებისთვის

ვამზადებთ ასისტენტს, რომელიც თვალს ადევნებს საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებებს, შემოსავლების სამსახურისა და ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნებს, და დეკლარაციების პერიოდში მონაცემების გადამოწმებაში გვეხმარება.

  • კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი
  • rs.ge-სა და saras.ge-ს ვადების შეხსენება
  • მონაცემების გადამოწმება დეკლარაციის წარდგენამდე

მიმდინარე · 2026

ძირითადი საშუალებების ციფრული რეესტრი

თითოეული აქტივი იღებს დაბეჭდილ კოდსა და ფოტოს, შედეგი კი ინახება რეესტრში, რომელიც მომდევნო ინვენტარიზაციას საათობით ამოკლებს.

მიმდინარე · 2026

პილოტის მომზადება

ვამზადებთ ჩვენი ციფრული ინსტრუმენტების პირველ პილოტს კლიენტის მოქმედ საწყობში.