შეთავაზება

კომერციული შეთავაზება

ინვენტარიზაცია მათთვის, ვისაც ის სტანდარტით სჭირდება: აუდიტორულ/ბუღალტრულ ფირმებს და მათ მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე სახელმწიფო უწყებებს.

აუდიტორებს და ბუღალტრებს

აუდიტორებს და ბუღალტრებს

აუდიტორულ და ბუღალტრულ კომპანიებს გთავაზობთ ინვენტარიზაციის სრულ მხარდაჭერას თქვენი მომხმარებლებისთვის: ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ დათვლასა და პირველადი დოკუმენტაციის შედგენას.

  1. ISA 501 სტანდარტთან შესაბამისობამარაგების ფიზიკურ აღწერაზე დასწრება ან აღწერის ჩატარება აუდიტორული სტანდარტების სრული დაცვით.
  2. სრული სამართლებრივი დოკუმენტაციაინვენტარიზაციის პაკეტი ინსტრუქცია №12-03-ის მიხედვით — საინვენტარიზაციო აღწერა, შედარების უწყისი და კომისიის ოქმი.
  3. აუდიტორული მტკიცებულებადათვლის პროცესის ფოტო და ვიდეოჩანაწერი, რომელიც ანგარიშს ერთვის და უზრუნველყოფს მონაცემთა უტყუარობას.
  4. პირდაპირი ინტეგრაცია ბუღალტერიასთანგამოვლენილი სხვაობების მომზადება ისეთ ფორმატში, რომელიც მარტივად და პირდაპირ აისახება ნებისმიერ საბუღალტრო პროგრამაში.
  5. აქტივების და მარაგების კოდიფიცირებაQR კოდის ან ბარკოდის მინიჭება, დასურათება და სამომავლო პროცესის ავტომატიზირება.
თანამშრომლობის განხილვა

მცირე და საშუალო ბიზნესს

მცირე და საშუალო ბიზნესს

მაღაზიებს, საწყობებს, რესტორნებს, აფთიაქებს და მცირე წარმოებებს, რომლებსაც საკუთარი ინვენტარიზაციის გუნდი არ ჰყავთ. გთავაზობთ, დანერგოთ კონტროლის მექანიზმი და ის სისტემური გახადოთ თქვენს ბიზნესში. თქვენთან შეთანხმებულ დროს დაგეხმარებით პირველადი ინვენტარიზაციის ჩატარებაში, პროცესის დანერგვაში, შედეგის გაწერასა და პროგრამულ კონტროლში.

  1. სრული ან ნაწილობრივი ინვენტარიზაცია — მთელი საწყობი ან ცალკეული სასაქონლო ჯგუფები
  2. შედარება თქვენს საბუღალტრო პროგრამასთან ან Excel-თან და სხვაობების სია
  3. დოკუმენტები ინსტრუქცია №12-03-ის ფორმებით — წლის ბოლოსთვის ან შემოწმებისთვის
  4. ვადების კონტროლი — ვადაგასვლის რისკის მქონე პროდუქციის სია
  5. ფასი მოცულობის მიხედვით — გამოთვალეთ ქვემოთ, კალკულატორით
ფასის მოთხოვნა

სახელმწიფო უწყებებს, სსიპ‑ებს და ააიპ‑ებს

სახელმწიფო უწყებებს, სსიპ‑ებს და ააიპ‑ებს

საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ინვენტარიზაცია ყოველწლიურად, 31 დეკემბრამდე სავალდებულოა. ჩვენ მას თქვენთან ერთად ვატარებთ: აღვწერთ ძირითად საშუალებებსა და მარაგებს, მხარს ვუჭერთ საინვენტარიზაციო კომისიას და დოკუმენტებს მოქმედი ინსტრუქციის ფორმებით ვამზადებთ.

  1. წლიური ინვენტარიზაცია, დასრულებული 31 დეკემბრამდე
  2. ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღწერა — ადგილმდებარეობისა და პასუხისმგებელი პირის მიხედვით
  3. საინვენტარიზაციო კომისიის მხარდაჭერა — მომზადება, დათვლა, შედარება აღრიცხვასთან
  4. დოკუმენტაცია მოქმედი ინსტრუქციის ფორმებით — საინვენტარიზაციო აღწერა, შედარების უწყისი, კომისიის ოქმი
  5. დათვლის ფოტო-ვიდეოჩანაწერი, დოკუმენტებზე დართული
შესყიდვა
ბრძანება ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვით ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენგან მისი შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სისტემით შეგიძლიათ: tenders.procurement.gov.ge
შეთავაზების მოთხოვნა

ფასების კალკულატორი

რას ვითვლით
საწყობის მდგომარეობა: საშუალოგავლენა ფასზე: 0%
სიხშირე
დამატებით

კალკულატორი

₾2,650
ერთი ინვენტარიზაცია
3
ვადა (სამუშაო დღე) · 2 ადამიანი
₾1.33
ერთეულზე

როგორ ჯამდება

დაგეგმვა და ანგარიში
₾500
დათვლა · 2,000
₾2,130

დათვლა კამერით იწერება — ვიდეო ანგარიშს ერთვის.
ფასები ლარშია დღგ-ს ჩათვლით.

მომსახურების მოთხოვნა