
მომსახურება
მარაგების აღწერა
საქონლის, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ფიზიკური დათვლა საწყობში, მაღაზიაში ან საწარმოში — თქვენს ჩანაწერებთან შედარებით.
- ყველა SKU-ს ან შერჩეული კატეგორიების დათვლა
- შედარება აღრიცხვის სისტემის ნაშთებთან
- შეუსაბამობების ანალიზი და მათი მიზეზები
- საბოლოო ანგარიში რეკომენდაციებით
- სააღრიცხვო ტექნოლოგიის დანერგვა
როგორ ვმუშაობთ
შეთანხმებული გრაფიკი
ყოველ პროექტს აქვს შეთანხმებული გრაფიკი და დასრულების თარიღი. სავალდებულო ინვენტარიზაციის პერიოდებს წინასწარ შეგახსენებთ.
ვმუშაობთ თქვენს ბუღალტერთან და აუდიტორთან
დათვლის შედეგს ისე ვამზადებთ, რომ ბუღალტერიაში ასახვა და აუდიტი მონაცემების ხელახლა შეგროვების გარეშე მოხდეს.
ტექნოლოგია პროცესში
ციფრული ინსტრუმენტები დათვლას აჩქარებს და მონაცემების გადამოწმებაში გვეხმარება.
გასაგები ანგარიში
ჩანს, სად არის შეუსაბამობა, რატომ გაჩნდა და რა უნდა გაკეთდეს.
სხვა მიმართულებები