ტექნოლოგია

ტექნოლოგია, როგორც პროცესის ნაწილი

მომსახურებას საკუთარ ციფრულ ინსტრუმენტებზე ვაწყობთ — რომ დათვლა უფრო სწრაფი იყოს, შეცდომა ადრე გამოჩნდეს და ყველა ციფრს ჰქონდეს წყარო.

ციფრული რეესტრი

ყველა პროდუქტი და აქტივი — ლოკაციით, კოდითა და ისტორიით. მომდევნო ინვენტარიზაცია ნულიდან აღარ იწყება.

AI მონაცემებთან მუშაობაში

ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება დათვლილისა და ჩაწერილის შედარებაში და შეუსაბამობის სწრაფად პოვნაში. გადაწყვეტილებას ყოველთვის სპეციალისტი იღებს.

თითოეული კლიენტის მონაცემები ცალკე

კლიენტის ინფორმაცია იზოლირებულია თავად ბაზის დონეზე და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვისაც ეკუთვნის.

ასისტენტი ანგარიშგების პერიოდისთვის

მალე

ასისტენტი, რომელიც თვალს ადევნებს საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებებსა და rs.ge-სა და saras.ge-ს ვადებს, და დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას მონაცემების გადამოწმებაში გვეხმარება.

რა ეტაპზეა

ინსტრუმენტები ჩვენი გუნდის ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია. პილოტი კლიენტებთან 2026 წელს იგეგმება.