ჩვენი ისტორია
როგორ დაიწყო
Inverse, როგორც იდეა, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. ინვენტარიზაცია ხშირად ნელი, ხელით შესრულებული და შეცდომებით სავსე პროცესია — მას სისტემური მიდგომა სჭირდებოდა. ინვენტარიზაციასა და საწყობის მართვაში 15+ წლის გამოცდილებამ გვასწავლა, სად იკარგება დრო და სად ხდება შეცდომის დაშვება.
რას ვაკეთებთ დღეს
დღეს Inverse მუშაობს საწარმოებთან, საწყობებთან, საცალო ქსელებსა და ფარმაცევტულ დისტრიბუტორებთან. ვაკეთებთ ორ რამეს და ვაკეთებთ ხარისხიანად: ინვენტარიზაციას და ვადების კონტროლს. ორივე ერთი კითხვით იწყება — რა არის რეალურად თაროზე.
როგორ ვამზადებთ გუნდს
Inverse ასევე სასწავლო ბაზაა: თანამშრომლები ჩვენთან გადამზადებას გადიან და კვალიფიკაციას სისტემატურად იმაღლებენ — ყოველ დათვლას ატარებენ ადამიანები, რომლებმაც იციან მეთოდი, კანონი და დოკუმენტაცია.