
მომსახურება
აუდიტორებს და ბუღალტრებს
აუდიტორულ და ბუღალტრულ ფირმებს ინვენტარიზაციას მათი კლიენტებისთვის ვუტარებთ: ჩვენ ვითვლით და დოკუმენტებს ვამზადებთ, თქვენ ასახავთ ბუღალტერიაში და დასკვნას აწერთ. კლიენტი თქვენი რჩება — ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას არ ვყიდით.
ფორმატები
- მარაგების აღწერაზე დასწრება ან აღწერის ჩატარება აუდიტორისთვის (ISA 501)
- ინვენტარიზაციის სრული დოკუმენტაცია ინსტრუქცია №12-03-ის მიხედვით — აღწერა, შედარების უწყისი, კომისიის ოქმი
- დათვლის ვიდეოჩანაწერი, როგორც აუდიტის მტკიცებულება
- სხვაობები ისეთი სახით, რომ ბუღალტერიაში პირდაპირ აისახოს