მომსახურება

ინვენტარიზაცია

ჩვენი ძირითადი მიმართულება და 15+ წლიანი გამოცდილების საფუძველი. ორი ცალკე მიმართულება, თითოეული საკუთარი მეთოდითა და ფასით.

მარაგები

საქონლის, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ფიზიკური დათვლა საწყობში, მაღაზიაში ან საწარმოში — თქვენს ჩანაწერებთან შედარებით.

  1. ყველა SKU-ს ან შერჩეული კატეგორიების დათვლა
  2. შედარება აღრიცხვის სისტემის ნაშთებთან
  3. შეუსაბამობების ანალიზი, მიზეზებით
  4. საბოლოო ანგარიში რეკომენდაციებით

ძირითადი საშუალებები

ტექნიკა, ავეჯი, დანადგარები და ტრანსპორტი — ოფისებში, საწარმოებსა და საწყობებში.

  1. შედარება ბუღალტრულ სიასთან
  2. დაბეჭდილი კოდი (QR ან ბარკოდი) თითოეულ აქტივზე
  3. თითოეული აქტივის ფოტო, როგორც მისი არსებობის დადასტურება
  4. ციფრული რეესტრი, რომელიც მომდევნო ინვენტარიზაციას მნიშვნელოვნად ამოკლებს

ფორმატები

  • სრული ინვენტარიზაცია
  • ნაწილობრივი ან ციკლური დათვლა
  • მარაგების მონიტორინგი — გეგმური დათვლა წელიწადში, კვარტალში ან თვეში ერთხელ

როგორ ვმუშაობთ

ვადების კონტროლი

ყოველ პროექტს აქვს შეთანხმებული გრაფიკი და დასრულების თარიღი. თქვენს ვადებსაც ვადევნებთ თვალს — ინვენტარიზაციის, ანგარიშგებისა და დეკლარაციების პერიოდებს წინასწარ შეგახსენებთ.

ვმუშაობთ თქვენს ბუღალტერთან და აუდიტორთან

დათვლის შედეგს ისე ვამზადებთ, რომ ბუღალტერიაში ასახვა და აუდიტი მონაცემების ხელახლა შეგროვების გარეშე მოხდეს.

ტექნოლოგია პროცესში

AI ინსტრუმენტები მონაცემების დამუშავებასა და გადამოწმებაში გვეხმარება. საბოლოო ციფრს ყოველთვის ადამიანი ადასტურებს.

გასაგები ანგარიში

ჩანს, სად არის შეუსაბამობა, რატომ გაჩნდა და რა უნდა გაკეთდეს.