ინვენტარიზაცია · შიდა აუდიტი · შეფასება · კონსულტაცია · ინტეგრაცია · აუდიტორებს

სიზუსტე შენი ბიზნესისთვის

ქართული კომპანიაა Inverse, 15+ წლიანი გამოცდილებით მარაგებისა და ძირითადი საშუალებების მართვასა და კონტროლში. აღვრიცხავთ, ვადარებთ და გაძლევთ გასაგებ ანგარიშს, რომელსაც თქვენი ბუღალტერი და აუდიტორი პირდაპირ იყენებენ — შეთანხმებულ ვადებში.

კლიენტები

ვისთვისაც დავთვალეთ

მწარმოებლები, საწყობები, საცალო ქსელები და დისტრიბუტორები საქართველოში.

  • სკუტსკუტი
  • აუტოპია
  • მოიტანე.გე
  • ქართული კვების კომპანია
  • კვების სახლი
  • ექსტრა
  • აუტო+
  • ორბი
  • ეროვნული მუსიკალური ცენტრი

მომსახურება

ცენტრში ინვენტარიზაცია, გარშემო ხუთი მიმართულება

დათვლის შედეგი თქვენს ბუღალტერსა და აუდიტორს ისეთი სახით გადაეცემა, რომ ხელახლა შეგროვება აღარ სჭირდება — ჩვენ ვითვლით, ისინი ასახავენ და დასკვნას აწერენ.

01

მარაგები · ძირითადი საშუალებები — ჩვენი ძირითადი მიმართულება და 15+ წლიანი გამოცდილების საფუძველი. ორი ცალკე მიმართულება, თითოეული საკუთარი მეთოდითა და ფასით.

02

შიდა აუდიტი

მარაგებისა და ძირითადი საშუალებების შიდა კონტროლის შემოწმება: სად და რატომ ჩნდება დანაკლისი, მუშაობს თუ არა მიღება-გაცემისა და შენახვის წესები, ვინ არის პასუხისმგებელი. ეს არ არის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი — დასკვნას აუდიტორული ფირმა აწერს, ჩვენ კი მისთვის საწყობის რეალურ სურათს ვამზადებთ.

03

აუდიტორებს და ბუღალტრებს

აუდიტორულ და ბუღალტრულ ფირმებს ინვენტარიზაციას მათი კლიენტებისთვის ვუტარებთ: ჩვენ ვითვლით და დოკუმენტებს ვამზადებთ, თქვენ ასახავთ ბუღალტერიაში და დასკვნას აწერთ. კლიენტი თქვენი რჩება — ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას არ ვყიდით.

04

შეფასება

უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით (IVS) — ბალანსისთვის, ბანკისა და სესხისთვის, ყიდვა-გაყიდვისთვის ან გადაფასებისთვის. შეფასებას სერტიფიცირებული შემფასებლები ატარებენ, ხოლო შედეგზე პასუხისმგებლობას შეთანხმებული ვადით საკუთარ თავზე ვიღებთ.

05

კონსულტაცია

საწყობის, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესების მოწესრიგება და მარაგების კონტროლი — გრძელვადიანი შედეგისთვის.

06

სისტემების ინტეგრაცია

თანამედროვე სისტემების დანერგვა საწყობსა და აღრიცხვაში, ფაქტობრივი ნაშთის კავშირი სააღრიცხვო პროგრამასთან. ეს სისტემა მიზნად ისახავს ნაშთის ყოველდღიურ სიზუსტეს და არა მხოლოდ ინვენტარიზაციის დღეს.

ჩვენ შესახებ

გამოცდილება, რომელიც ინვენტარიზაციას სისტემად აქცევს

თბილისური კომპანია, ინვენტარიზაციასა და საწყობის მართვაში 15+ წლიანი გამოცდილებით.

წლიანი გამოცდილება
15+
მიმართულება
6
დაარსების წელი
2026
თბილისი, საქართველო
GE

ტექნოლოგია

ტექნოლოგია, როგორც პროცესის ნაწილი

ტექნოლოგია პროცესის ნაწილია — დათვლას აჩქარებს და შეუსაბამობას უფრო ადრე აჩენს. საბოლოო ციფრს ყოველთვის ადამიანი ადასტურებს.

ციფრული რეესტრი

ყველა პროდუქტი და აქტივი — ლოკაციით, კოდითა და ისტორიით. მომდევნო ინვენტარიზაცია ნულიდან აღარ იწყება.

AI მონაცემებთან მუშაობაში

ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება დათვლილისა და ჩაწერილის შედარებაში და შეუსაბამობის სწრაფად პოვნაში. გადაწყვეტილებას ყოველთვის სპეციალისტი იღებს.

თითოეული კლიენტის მონაცემები ცალკე

კლიენტის ინფორმაცია იზოლირებულია თავად ბაზის დონეზე და ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვისაც ეკუთვნის.

ასისტენტი ანგარიშგების პერიოდისთვისმალე

ასისტენტი, რომელიც თვალს ადევნებს საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებებსა და rs.ge-სა და saras.ge-ს ვადებს, და დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას მონაცემების გადამოწმებაში გვეხმარება.

ფასები

მომსახურების ფასები

ინვენტარიზაციის ფასს ერთ წუთში გამოთვლით. შიდა აუდიტი, შეფასება, კონსულტაცია და ინტეგრაცია ინდივიდუალურად ფასდება.

მარაგები
₾500-დანერთ ინვენტარიზაციაზე
ძირითადი საშუალებები
₾600-დანერთ ინვენტარიზაციაზე

გუნდი

გიორგი

დამფუძნებელი

15+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ინვენტარიზაციასა და საწყობის მართვაში — დათვლა, აღრიცხვასთან შედარება და პროცესის მოწესრიგება საწარმოებისთვის, დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელებისთვის.

გუნდი — ვრცლად

სიახლეები

ახალი · 2026

ხუთი მიმართულება, ერთი გუნდი

ინვენტარიზაცია ძირითად მიმართულებად რჩება. მას გვერდით უდგას შიდა აუდიტი, ქონების შეფასება, კონსულტაცია და სისტემების ინტეგრაცია, ხოლო აუდიტორულ და ბუღალტრულ ფირმებს ინვენტარიზაციას მათი კლიენტებისთვის ვუტარებთ.

სიახლეები — ვრცლად

კარიერა

ვზრდით გუნდს

Inverse იზრდება — ვეძებთ ადამიანებს, ვისაც სურს, ინვენტარიზაცია გახადოს უფრო ზუსტი და მარტივი.

  • ტექნიკური თანადამფუძნებელი / CTO
  • გაყიდვების როლი
კარიერა — ვრცლად

დავიწყოთ თქვენი საწყობით

გვითხარით თქვენი საწყობის, მაღაზიის ან აქტივების მასშტაბი და 24 საათში დაგიკავშირდებით.

მომსახურების მოთხოვნა